შენ შეგიძლია ეს ექსპერიმენტი გუაშის ან აკვარელის საღებავებითაც ჩაატარო.
პალიტრაზე, შეურიე ერთმანეთს ძირითადი ფერები და ახლა უკვე ფურცელზე დააკვირდი, როგორ ფერებს მიიღებ:
1. შეურიე წითელი და ყვითელი
2. შეურიე წითელი და ლურჯი
3. შეურიე ყვითელი და ლურჯი
რა აღმოაჩინე?
რა ფერები მიიღე?
რა უფრო სახალისო იყო, ფერების შერევა ელექტრონული თამაშით თუ საღებავებით?