დააკვირდი აქ მოცემულ კომიქსებს. შენ თვითონაც შეგიძლია მოიძიო და დაათვალიერო კომიქსები;
გაიხსენე, ან მოიფიქრე თავგადასავალი, რომელიც გადაგხდენია, ან გინდა რომ გადაგხდეს;
განსაზღვრე, რამდენი ეპიზოდი დაგჭირდება იმისთვის, რომ შენი ამბავი გასაგებად გადმოსცე. შესაძლოა, რამდენიმე ფურცელი დაგჭირდეს;
კომიქსის შესაქმნელად ფურცელი სხვადასხვანაირად შეგიძლია, დაყო, მაგალითად, როგორც კომიქსის ეპიზოდების განაწილების ნიმუშებზეა ნაჩვენები. თუ მოგწონს ეს ნიმუშები, შეგიძლია ამობეჭდო და შიგ ჩახატო შენი კომიქსი;
გაიხსენე, როგორ დახატე ადამიანები სხვადასხვა მოძრაობაში;
გაითვალისწინე, რომ ნახატები ისე უნდა შექმნა, რომ დამთვალიერებელს შენი ამბის გაგება არ გაუჭირდეს;
კომიქსის შექმნისას გამოიყენე სხვადასხვა ტიპის ხაზები, შტრიხები, კონტურები შენიშვნა დიზაინერისთვის: აქედან გადავიდეს შესაბამის მინიშნებებზე).
შენ უკვე ნახატებით გადმოეცი თავგადასავალი. ახლა შეეცადე დაწერო. ამისთვის შეიძლება ქართულის მასწავლებელს სთხოვო დახმარება.