გაწონასწორებული კომპოზიცია შეიძლება იყოს სიმეტრიული და ასიმეტრიული.
სიმეტრიული კომპოზიცია არის ღერძის მიმართ გამოსახულებების თანაბარი განაწილება.
ასიმეტრიულ კომპოზიციას ღერძი არ გააჩნია. გამოსახულებები არათანაბრადაა განაწილებული, თუმცა წონასწორობის მისაღწევად სასურათე სიბრტყის ცარიელი ნაწილი რაიმეთი უნდა იყოს შევსებული, მაგ., გამოსახულებით, განსხვავებული ფერითა და სხვ.