შეგიძლია იგივე ექსპერიმენტი გუაშის ან აკვარელის საღებავებით ჩაატარო:
პალიტრაზე დადე რომელიმე ფერი (მაგ., წითელი) და შეურიე ცოტა
თეთრი საღებავი.
დააკვირდი, რა მოხდება. როგორი ფერი მიიღე? რა მოხდება, უფრო მეტი თეთრი ფერი რომ
შეურიო?
პალიტრაზე ისევ დადე რომელიმე ფერი (მაგ., ყვითელი), შეეცადე
შეურიო ცოტა წყალი. რა მოხდება, მეტი წყალი რომ შეურიო?