მოდი, დაასახელე ფერები, რომლებსაც შენ გარშემო ხედავ.
მოდი, ახლა ფერწერული ნამუშევარი შექმენი. დახატე რაიმე ეპიზოდი
შენი ცხოვრებიდან: გარემო, ამბავი ან საინტერესო მოვლენა. გადმოეცი
შენი დამოკიდებულება, განწყობა (მხიარული, სევდიანი და სხვ.)
ფერების საშუალებით.
აჩვენე შენს მეგობრებს ნამუშევარი. ამოიცნობენ თუ არა, რისი
მოყოლა გსურდა.
დავალების შესრულებისას გაითვალისწინე ჩვენი რჩევები და
ინსტრუქციები.