ყურადღებით გაეცანი დავალების პირობას.
დავალების პირობაში წითლად გამოკვეთილ სიტყვებში დაგხვდება შენთვის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარება დავალების შესრულებაში.
მოიმარაგე შემდეგი მასალა:
ჯგუფში მოიფიქრეთ როგორ ტყეს ქმნით. შეგიძლიათ ტყის და მისი ბინადრების ესკიზებიც შექმნათ.
გაინაწილეთ ფუნქციები, ვინ რას გააკეთებს.
მუყაოს ზედაპირი შეგიძლიათ პლასტელინის თხელი ფენით, საღებავით, ან ფერადი ქაღალდებით დაფაროთ.
არ დაგავიწყდეთ მცენარეების, ცხოველების და სხვა არსებების სახასიათო დეტალების დამატება.
მიღებული გამოსახულებები დააწებეთ მუყაოს ზედაპირზე, ისე გაანაწილეთ, რომ თქვენ მიერ ჩაფიქრებული ტყე მიიღოთ.