შენ ცხოვრობ გარემოში, სადაც ადამიანები ერთმანეთს ნამდვილად ხვდებიან. შენი სახლი, მშობლები, სკოლა, თანაკლასელები, მასწავლებლები - ეს არსებული, ანუ ხელშესახები გარემოა და ვიცი, რომ ძალიან გიყვარს შენი მეგობრები, მათთან ერთად გართობა — სპორტულ მოედანზე თამაში, მუზეუმსა თუ თეატრში წასვლა.
ვირტუალური გარემო ერთგვარი წარმოსასხვითი და მოჩვენებითია, სადაც არარსებული მოქმედებები და სხეულები არსებული, ნამდვილი გარემოს სახით იქცევა და ჩვენს წარმოსახვას „ატყუებს“.