შენ უკვე იცი, რომ კლავიატურა კომპიუტერში სასურველი ბრძანებების და მონაცემების შესატანად არსებობს. იცოდი კლავიატურაზე მოცემული ღილაკები F1, F2, F3 ... F12 რისთვის არსებობს? მათ ფუნქციონალურ ღილაკებსაც უწოდებენ და ისინი ხშირად საქმესაც გვიმარტივებს. მოდი, ერთად ვნახოთ ორი მაგალითი, თუ რა დატვირთვა აქვს ამ ღილაკებს შენს კლავიატურაზე..
ღილაკების Alt+F4 კომბინაცია დახურავს ფანჯარას, რომელშიც იმ მომენტში მუშაობ. ეს მოქმედება თაგვის კურსორის ფანჯარის X ხატულაზე დაჭერის ტოლფასია. ღილაკი F7 ამოწმებს მართლწერას Word-ში. F1-ით შეგიძლია, გამოიძახო დახმარების ველი.
გარდა ფუნქციური ღილაკებისა,შეგიძლია, კლავიატურაზე არსებული ჩვეულებრივი სიმბოლოების კომბინაციებიც შეგიძლია გამოიყენო, მაგალითად Ctrl+S კომბინაცია საშუალებას მოგცემს შეინახო ფაილი, რომელზეც იმ მომენტში მუშაობ. Ctrl+B კომბინაცია დაგეხმარება ნაწერის გამუქებაში. Ctrl+C გამოიყენება ტექსტის ასლის გასაკეთებლად, ხოლო Ctrl+V დაკოპირებული ტექსტის ჩასასმელად სასურველ ადგილზე