ალბათ ხშირად გქონია სურვილი, შენ თავად შეგექმნა ანიმაცია. ახლა გაქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, იმისათვის, რომ შეასრულო დავალება.

Scratch-ში შექმენი ანიმაცია „აკვარიუმი“.

img

აირჩიე ორი წყალქვეშა ფონი.

img

აირჩიე 10 თევზი.

img

ღილაკ Space-ს რომ დავაწვებით, ჩაირთოს პირველი წყალქვეშა ფონი და ყველა თევზმა დაიწყოს მოძრაობა იქამდე, ვიდრე არ გავთიშავთ ანიმაციას.

img

ღილაკ Space-ს რომ დავაწვებით, ჩაირთოს შენ მიერ შერჩეული მელოდია, რომელიც უნდა გაითიშოს მხოლოდ მაშინ, როცა გავთიშავთ ანიმაციას.

img

ანიმაციაში ყოველ 5 წამში შეიცვალოს ფონი იქამდე, ვიდრე არ გავთიშავთ მას.

img

დავალების შესასრულებლად დაგჭირდება სკრეჩის ბიბლიოთეკაში არსებული ფონებისა და ობიექტების დათვალიერება. მოიფიქრე, როგორ გინდა, რომ გამოიყურებოდეს შენი აკვარიუმი, როგორ იმოძრავებენ თევზები, რომელ მელოდიას შეარჩევ.