„რობოტი“ ჩეხი მწერლის, კარელ ჩაპეკის მიერ მოგონილი სიტყვაა და მომდინარეობს სიტყვიდან „რობოტა“ (მუშაობა).
რობოტი არის მექანიზმი ან პროგრამა, რომელიც ადამიანისაგან დამოუკიდებლად ასრულებს მასზე დაკისრებულ რაიმე ფუნქციებს. მაგალითად, სადარბაზოს ნათურა სენსორის დახმარებით აფიქსირებს მოძრაობას და ჩვენგან დამოუკიდებლად ინთება.
მიუხედავად იმისა, რომ რობოტების უმეტესობა ან ელექტრონულია ანდა პროგრამული, ტერმინი “რობოტის” გამოგონებამდეც არსებობდა ავტომატურად/დამოუკიდებლად მომუშავე მექანიკური კონსტრუქციები, რომლებიც დენისა და პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე ადამიანის მითითებების არ ქონის შემთხვევაშიც ავტომატურად ფუნქციონირებენ.
1) 3D პრინტერით შექმნილი მოძრავი მექანიზმი
2) საგნების ჯგუფებად განაწილების მექნიზმი