გსმენია გამოთქმა: “როგორც შეხვდები დილას, ისე გაატარებ დღეს?”
ხშირად ჩვენი განწყობა ამინდზეა დამოკიდებული. ხომ შეგიმჩნევია, რომ ნათელ, მზიან დილას შენი განწყობა უფრო ხალისიანია. სიხარულით დგები, მირბიხარ აბაზანისკეს, იბან სახეს, იხეხავ კბილებს. მაგრამ მოღრუბლულ, ნისლიან დილას ადგომაც კი გეზარება. როგორ გგონია, შესაძლებელია ამ ყველაფრის მუსიკით გადმოცემა?