ხშირად გსმენია, ალბათ, საუბარში: “არ მაქვს ამის განწყობა”, “ისეთ განწყობაზე ვარ, მთასაც კი ავწევ” და ა.შ. განწყობას შეუძლია ადამიანს ძალა შემატოს, ან გამოაცალოს. შესაძლოა, განწყობამ ადამიანს საგმირო საქმეებისკენ უბიძგოს, ხელოვნების უმშვენიერესი ნიმუში შეაქმნევინოს და, რაც მთავარია, სიხარულით აღავსოს. მუსიკას კი ამ განწყობის შექმნა შეუძლია. გაინტერესებს როგორ?