საგნის, მოვლენის ან ადამიანის მუსიკალური დახასიათების დროს, ყურადღება ექცევა მის ისეთ თვისებებს, რომლის მიხედვით ადვილი იქნება ამ საგნის ამოცნობა. ჭექა-ქუხილის მუსიკალური დახასიათებისთვის შეიძლება ხმამაღალი ჟღერადობის, დისონანსური ჰარმონიის გამოყენება; ბავშვის ცოცხალი ბუნების გადმოსაცემად - მოძრავი რიტმის, მაღალი რეგისტრის ბგერების, მელოდია ინტერვალებზე ნახტომებით და ა.შ.