შენ უკვე შექმენი მელოდია მოსეირნეს მუსიკალური დახასიათებისთვის. ახლა შევქმნათ სასეირნო
მუსიკალური გარემო. სანამ ამას
გააკეთებ, შეასრულე შემდეგი დავალება პროგრამა LMMS-ში.
გახსენი დავალება LMMS პროგრამაში და მონიშნე Beat-Bassline ფანჯარაში მოცემული სემპლი, შემდეგ გახსენი იგი Piano-Roll-ში.
აქ მხოლოდ ის ბგერებია მოცემული, რომლითაც იწყება და სრულდება მოტივი. ქვემოთ კი შეგიძლია
მოისმინო მოტივის სრული ვერსია.
დააკვირდი მაგალითზე მოცემულ მოტივს და Piano-Roll-ში
ჩასვი
გამოტოვებული ნოტები.
ახლა შეამოწმე შენი თავი: დააწკაპე აქ მოცემულ მაგალითს და მოუსმინე, შეადარე აქ მოცემული
მაგალითი LMMS-ში შესრულებულ
დავალებასთან.