მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ბგერები სახლებიდან გამოდიან და ქალაქში სეირნობენ? შეგიძლია წარმოიდგინო ერთ რიგად მოსეირნე ან კაფეში ერთ რიგად ჩამწკვრივებული ბგერები? მოსაწყენია! შეხედე ნახატს, აქ მუსიკალური ქალაქის სხვადასხვა კუთხეა წარმოდგენილი.
დააწკაპე კაფეს და მოუსმინე, თუ როგორ არიან ბგერები განლაგებულნი. შეგიძლია დააწკაპო რამდენჯერმე. დაიმახსოვრე? ახლა იპოვე ამ ბგერების სანოტო ჩანაწერი და დააწკაპე.