ვარსკვლავი უზარმაზარი, ბურთის ფორმის სხეულია, რომელიც სულ გავარვარებული აირებისგან შედგება.
ღამის ცაზე თქვენ უამრავ ვარსკვლავს ხედავთ. მზე ერთ-ერთი მათგანია.
მზე ჩვენი ვარსკვლავია. ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტა დედამიწაზე, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს. ჩვენ
მზესთან ერთად ვცხოვრობთ, ის გვაძლევს სინათლესა და სითბოს. მზის გარშემო კიდევ 7 პლანეტა
ბრუნავს.
მთვარე კი უფრო პატარა ციური სხეულია. მთვარე ბრუნავს დედამიწის გარშემო და მისი თანამგზავრია.