ტერმინს „მუსიკალური ინტონაცია“, ძირითადად, ორი მნიშვნელობით იყენებენ.
პირველი მნიშვნელობა: მუსიკალური ინტონაცია გაჟღერებული ბგერის სიზუსტეს გამოხატავს. ხშირად ხდება, რომ მომღერალი ბგერას უზუსტოდ იღებს, ანუ ბგერა ხან ოდნავ დაბალი გამოსდის ან, პირიქით, ოდნავ მაღალი. ხომ გახსოვს, რას ნიშნავს მაღალი და დაბალი ბგერა? ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ მომღერალი არასწორი ინტონაციით მღერის. შეგიძლია გაარჩიო სუფთა ინტონაცია უსუფთაო ინტონაციისაგან?
დააწკაპე ღილაკს და
იგივეა, როდესაც მუსიკოსი სიმებიან ინსტრუმენტზე უკრავს. თუ დააკვირდები, არც ვიოლინოს და არც ჩელოს არ აქვს ბგერის აღმნიშვნელი ხაზები. მაშ, როგორ ხვდება მუსიკოსი, სად უნდა დააჭიროს თითი? მხოლოდ სმენით. თუ მუსიკოსს სმენა ღალატობს, ის არაზუსტად აჭერს თითს და ჩვენც არაზუსტი ბგერა გვესმის. ასეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ მუსიკოსი უსუფთაო ინტონაციით უკრავს.