მეორე მნიშვნელობა: მუსიკალური ინტონაცია არის ბგერებით შექმნილი მხატვრული სახე. ხშირად მუსიკაში მხატვრული სახე იქმნება გარესამყაროში არსებული ხმების მიბაძვით. ამიტომაც ამბობენ, მუსიკალურ ნაწარმოებში ფოთლების შრიალის ან ქარის ინტონაცია ჟღერსო. აი, მაგალითად, რაველის ნაწარმოებში „წყლის თამაში“ წყლის ჩუხჩუხის ინტონაციები ჟღერს. ჩაიკოვსკის მარშში ბალეტიდან „მაკნატუნა“ აშკარად ისმის საბავშვო ბარაბნის ინტონაციები.
აბა
ხომ ნამდვილად ასე ურტყამენ ბარაბანს? ბუმ, ბუ-რუ-ბუ-ბუმ, ბუმ, ბუმ, ბუმ, ბუმ.